Ukrinform-ის ინფორმაციით, დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა მდინარე დნეპერზე მდებარე ქალაქ დნიპროში. ქალაქის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა დაფიქსირდა.
აფეთქება 08:56 საათზე გაისმა კიევშიც. კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი კულებას განცხადებით, რეგიონში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.
ამასთან, უკრაინის სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, დილიდან საპორტო ქალაქ ოდესაში რაკეტა ისროლეს.