”Warner Bros”-მა რუსეთში თავისი ფილმების ჩვენება აკრძალა

ამერიკულმა კომპანიამ Warner Bros-მა რუსულ ჰოლდინგს National media group-ს მიმდინარე წელს საკუთარი ფილმების ჩვენება აუკრძალა.

გამოცემის ცნობით,  საახალწლო არდადეგებზე რუსები “ჰარი პოტერს” ვეღარ უყურებენ.

ცნობისთვის, Warner Bros-მა, ისევე როგორც Disney-მ, Sony-მ, Paramount-მა და Universal Pictures-მა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში მუშაობა და მათი პროექტების ლიცენზირება შეაჩერეს.

მსგავსი თემები