,,თუ ამ ქმედებას რეაგირება არ მოჰყვება, ეს ბოლო არ იქნება”- დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია პოლონეთში რუსული რაკეტები ჩამოვარდნას ეხმიანება. მისი თქმით, ეს არ არის პირველი ტერორისტული აქტი, მაგრამ თუ ამას რეაგირება არ მოჰყვება, ეს ბოლო არ იქნება.

,,ტერორიზმს საზღვრები არ აქვს. რუსეთმა ეს დაამტკიცა უკრაინაში, შემდეგ მოლდოვაში და ახლა ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არ არის პირველი ტერორისტული აქტი, მაგრამ თუ ამას რეაგირება არ მოჰყვება, ეს ბოლო არ იქნება”, – წერს არახამია.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა საიდან იყო ნასროლი რაკეტა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

მსგავსი თემები