,,სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ეთქვას დადებითი პასუხი”- სალომე ზურაბიშვილი

,,ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება არ ნიშნავს ამ გზის დასასრულს, მიმაჩნია, დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, საქართველოს ეთქვას კი,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Franceinfo-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, პროგრესი არსებობს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ აკმაყოფილებს 12 რეკომენდაციას. მიმაჩნია, რომ დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ ,,კი“ ეთქვას საქართველოს. კარგად ვიცით, კანდიდატის სტატუსის მოპოვება არ ნიშნავს ამ გზის დასასრულს. ეს არ არის საბოლოო თანხმობა, გაგრძელდება ზეწოლა, წახალისება, მაგრამ დღეს საჭიროა მკაფიო პასუხი რუსეთისთვის“.

კითხვაზე, საერთაშორისო თანამეგობრობა იღვიძებს, თქვენ მიმართავთ მათ, რომ თქვენც გჭირდებათ უსაფრთხოების გარანტიები, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ„დიახ, ჩემი გზავნილი დღეს სწორედ ესაა!“.

„როგორც იცით, საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ამისთვის იყო მიზეზები, ბოლო პერიოდში რეფორმებმა დააგვიანეს, რადგან მანამდე საქართველოს მისწრაფება ევროპისკენ ვიტყოდი, რომ უშეცდომო იყო. ჩვენ გვაქვს ვადები, თუმცა დღეს ეს საკითხი სტრატეგიული გახდა; ახლა, როდესაც უკრაინა იგებს, საერთაშორისო სოლიდარობა უცვლელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ არის ნაცრისფერი ზონა, რომელთან დაკავშირებითაც საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, ნაკლებად მიზანდასახულები არიან, სადაც ის ადვილად აინაზღაურებდა ცოტაოდენ სიამაყეს, რომელიც დაზარალდა დღეს უკრაინაში, რადგან საქართველო უკრაინაზე ბევრად პატარაა, ნაკლები სამხედრო, ადამიანური რესურსი და ტერიტორიის სიღრმე აქვს და ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია, სტრატეგიულად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

მსგავსი თემები