,,რუსეთმა უნდა წააგოს, დაისაჯოს და გაიაროს პოლიტიკური ტრანსფორმაცია“- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით,  რუსეთი დღევანდელი ფორმით ვერ იარსებებს და აუცილებელია, მან პოლიტიკური გარდაქმნა განიცადოს.

„არ უნდა გვეშინოდეს სიმართლის. რუსეთი ვერ განაგრძობს არსებობას დღევანდელი ფორმით და დღევანდელი მმართველი ელიტებით. რუსეთმა უნდა წააგოს, დაისაჯოს საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფისთვის და გაიაროს პოლიტიკური ტრანსფორმაცია“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

 

 

მსგავსი თემები