,,შეჯიბრი მიდის, ვინ უფრო მეტი ცუდის გამკეთებელია, ვინ უფრო როყიო განცხადებების გამკეთებელია”- გია ვოლსკი

,,ნაციონალური მოძრაობა“ შეთქმულთა ბანაკს დაემსგავსა, რომელსაც ერთი კონკრეტული ამოცანა აქვს”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მათ არ გააჩნიათ ინტელექტუალური რესურსი იმისა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელონ და საზოგადოებას უკეთესი პროგრამა შესთავაზონ.

„როცა პარტიას ასეთი რესურსი არ გააჩნია, რასაკვირველია, ყველაზე ადვილია დესტრუქციაზე საუბარი – ვიომოთ იმისათვის, რათა ხელისუფლება შეიცვალოს, ხოლო ხელისუფლება შეიცვალოს, რათა გავყვეთ გეგმას, რაც შემუშავებულია მათ შორის მეორე ფრპნტის გახსნის საკითხთან დაკავშირებით…

შეჯიბრი მიდის, ვინ უფრო მეტი ცუდის გამკეთებელია, ვინ უფრო როყიო განცხადებების გამკეთებელია – ხაბეიშვილი, მელია თუ თავმჯდომარეობის ის მესამე კანდიდატი, რომლის გვარს ხშირად ვერ იხსენებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

მსგავსი თემები