„ეს ნიშნავს ომის მთელ მსოფლიოში გამოცხადებას“ – პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთს აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთში, გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ პირს გზავნილს უთვლის. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ჰიდროელექტრსადგურის აფეთქების მცდელობა და უკრაინის დატბორვა მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს.

„მინდა, კიდევ ერთხელ და ცალკე გავაფრთხილო ყველა, ვინც მოსკოვში შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს – თქვენი ნებისმიერი მცდელობა, ააფეთქოთ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური, დატბოროთ ჩვენი ტერიტორია და გააუწყლოოთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ნიშნავს თქვენს მიერ ომის მთელი მსოფლიოსთვის გამოცხადებას, დაფიქრდით, რა დაგემართება“ – აცხადებს პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში.

მისვე ინფორმაციით, უკრაინელები ნელ-ნელა  წინ სამხრეთით მიიწევენ და პოზიციებს იმაგრებენ. მან უკრაინის ნაწილიდან რუსი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა.

„ჩვენი ემოციები უნდა იყოს მოზომილი – ყოველთვის ომის დროს. ნამდვილად არ გამოვკვებავ მტერს ჩვენი ოპერაციების ყველა დეტალით არც სამხრეთში, არც აღმოსავლეთში და არც სხვაგან. როცა ჩვენ შედეგი გვექნება, ამას ყველა დაინახავს.  შესაძლოა, ეს არ ჩანს ისე, როგორც ახლა ამას მოელიან. შესაძლოა, ისე არა, როგორც ეს ახალ ამბებშია. უნდა გესმოდეთ, რომ უბრალოდ არავინ არსად მიდის, თუ არ გრძნობს ძალას. მტერი საჩუქრებს არ გვიკეთებს. როცა იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ ყოველი ნაბიჯი მტერთან შეწინააღმდეგებაა. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვმოძრაობთ, ზედმეტი რისკების გარეშე. სწორედ ასე უზრუნველვყოფთ ხერსონის, კახოვკის, დონეცკისა და სხვა ქალაქების გათავისუფლებას“, – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები