რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანებაზე, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ნაწილიდან შეფასებას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც აკეთებს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მათ პრობლემები აქვთ.
„საინტერესო მომეჩვენა, რომ აშშ-ის არჩევნების დასრულებას დაელოდნენ ამ გადაწყვეტილების მისაღებად, ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიცოდით, რომ ამას გააკეთებდნენ. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ მათ, რუს სამხედროებს, რეალური პრობლემები აქვთ”, – აცხადებს ჯო ბაიდენი რუსეთის მხრიდან დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონის დატოვებასთან დაკავშირებით.
ჯო ბაიდენის შეფასებით, მნიშვნელოვანია, უკრაინა მზად არის თუ არა კომპრომისისთვის.
„ყველამ უნდა გადახედოს საკუთარ პოზიციას ზამთრის პერიოდისთვის. მნიშვნელოვანია, და გასარკვევია, მზად არის თუ არა უკრაინა რუსეთთან კომპრომისისთვის. ეს არ გულისხმობს კომპრომისს ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებების დაწყება უკრაინელებზეა დამოკიდებული. არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე”, – აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.