„როდესაც დაავადების შესახებ გავიგე, ადგილზე გავქვავდი, ნეტა არც დავბადებულიყავი“ – სელენა გომესი

„ვნატრობდი და განცდა მქონდა, რა კარგი იქნებოდა, რომ საერთოდ არ დავბადებულიყავი. არ დაგიმალავთ რომ თვითმკვლელობაზეც მიფიქრია“ – ეს არის სელენა გომესი, ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავი, ამერიკელი მომღერალი, რომელიც განუკურნებელი სენით –  ბიპოლარული აშლილობითაა დაავადებული.

ბიპოლარული აშლილობა ქრონიკული პათოლოგიაა, რომლის განკურნება შეუძლებელია, თუმცა, მედიკამენტებისა და შესაბამისი პროცედურების დახმარებით, შესაძლებელია დაავადების მართვა.

ბიპოლარული აშლილობა გულისხმობს ადამიანის განწყობის ცვლილებას პოზიტიურიდან ნეგატიურისკენ და პირიქით. გუნება-განწყობის ცვალებადობა ერთმანეთისგან განსხვავებული ემოციებით (სევდის, დანაღვლიანების, სიხარულის, აღტაცების) ხდება.  ასევე, ახასიათებს, ჩაციკვლა, ამოჩემება.

ხშირად, ემოციები მეტისმეტად მკვეთრია, მოულოდნელი, მიზეზების გარეშე და შეუძლებელია ქცევის მართვა.

სელენა გომესმა დაავადების შესახებ 26 წლის ასაკში გაიგო და როგორც თავად ამბობს, სოცოცხლის გაგრძელებაც კი არ უნდოდა.

„ბიპოლარული აშლილობით ვიტანჯები. ამას არც ვმალავ. ვიბრძვი. როდესაც დაავადების შესახებ გავიგე, ადგილზე გავქვავადი. ღმერთო, თურმე ბიპოლარი ვყოფილვარ, სწორედ ეს მქონდა ჩაციკლული და საკუთარ თავს ვუმეორებდი. განვიცდიდი და მეგონა ცხოვრება მენგრეოდა. ვნატრობდი და განცდა მქონდა, რა კარგი იქნებოდა, რომ საერთოდ არ დავბადებულიყავი. არ დაგიმალავთ რომ თვითმკვლელობაზეც მიფიქრია. მქონდა ჰალუცინაციებიც, შეტევებიც, მკურნალობის და თერაპიის შესახებ არაფრის გაგება არ მინდოდა. ჩავიკეტე, სამყაროსგან გავირიყე, მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური აზრი მიტრიალებდა თავში. ეს ყველაფერი კი ოჯახისა და მეგობრების დახმარებით დავძლიე“ – აცხადებს მომღერალი.

მისივე შეფასებით, იყო რთული პერიოდი, რომელიც გადალახულია და დღეს შეგუებულია, საკუთარ დაავადებასთან ერთად იცხოვროს.

„წლების შემდეგ დიაგნოზს თვალი გავუსწორე და ფეხზე წამოვდექი. ვიძიებდი მეტს ჩემი დაავადების შესახებ, ვეცნობოდი მეტ ინფორმაციას და უფრო და უფრო ვეგუებოდი რომ ეს ჩემია და უნდა გადავლახო. უფრო მეტიც, შვილის ყოლის სურვილიც კი გამიჩნდა, თუმცა, ამაში ხელს მიშლის ის მედიკამენტები, რომელსაც ვიღებ. მაინც იმედიანად ვარ“ – აცხადებს მომღერალი, რომელიც სხვებსაც ბრძოლისკენ და ფიზიკური დატვირთვისკენ მოუწოდებს.

არსებობს ინფორმაციას, რომ ცნობილი ადამიანები, მაგალითად, ვინსენტ ვან გოგი, ედგარ ალან პო, ისააკ ნიუტონი, აბრაამ ლინკოლნი სწორედ ამ დაავადების მატარებლები იყვნენ.

მეცნიერების დასკვნით, ბიპოლარული აშლილობა მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 3%-ს აღენიშნება და ძირითადად, 14-44 წლის ასაკის ადამიანებში გვხვდება. რაც შეეხება მიზეზებს, ეს შეიძლება იყოს: სტრესი; ფსიქო-ემოციური გადაღლა და გენეტიკური ფაქტორები.

მსგავსი თემები