„ვფიქრობ, შევძელით კომპრომისული ტექსტის წარმოდგენა” – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ დღეს მიღებულ კომპრომისულ შესწორებებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ევროდეპუტატი აცხადებს, მისასალმებელია, რომ შეძლეს კომპრომისული ტექსტის წარმოდგენა.

„მოლაპარაკების საკმაოდ რთული პროცესი იყო და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას კონსტრუქციული მიდგომისთვის. ვფიქრობ, შევძელით კომპრომისული ტექსტის წარმოდგენა, რომელიც ასახავს შეხების წერტილებს და გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების მიმართ. წარმოდგენილი ტექსტი ადეკვატურად ასახავს ასოცირების შეთანხმების პროგრესს და პარლამენტის პოზიციას, თუ რისი გაკეთებაა საჭირო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ შესრულდეს მოსახლეობის ლეგიტიმური იმედები და მისწრაფებები. ეს ასევე ასახავს გამართლებულ კრიტიკას სხვადასხვა სფეროში საქართველოს ხელისუფლების ქცევასთან დაკავშირებით. საქართველოს მოსახლეობას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს ინტეგრაციის პროცესს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო.

 

მსგავსი თემები