დონალდ ტრამპი 15 ნოემბერს „დიდი განცხადების“ გაკეთებას აანონსებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 15 ნოემბერს „დიდი განცხადების“ გაკეთებას აანონსებს. ამის შესახებ ტრამპმა ოჰაიოში რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს არის წელი, როდესაც ჩვენ წარმომადგენელთა პალატას დავიბრუნებთ. ჩვენ დავიბრუნებთ სენატს და დავიბრუნებთ ამერიკას. 2024 წელს კი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ბრწყინვალე თეთრ სახლს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი თემები