გერმანიის იუსტიციის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის იუსტიციის მინისტრი მარკო ბუშმანი კიევში იმყოფება. ბუშმანი  მოლაპარაკების გამართვას გეგმავს, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან ასევე  უფლებადამცველებთან.

,,რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიებას ბოლო თვეებში მეზობელ ქვეყანაზე თებერვალში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უკრაინისთვის”, – განაცხადა  ბუშმანმა.

მხარეებმა  იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გეგმებს განიხილავენ, კერძოდ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გათვალისწინებით.

 

მსგავსი თემები