,,ირაკლი კობახიძეს ვერ ავყვებით უღირსობაში”- გიორგი ვაშაძე

,,ირაკლი კობახიძე დააკვირდეს საკუთარ თავს, არ არსებობს მისი არც ერთი განცხადება მანტრა და სადიდებელი არ შეასრულოს ივანიშვილის წინაშე, ეს მიუთითებს მის პატარა კაცობაზე,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა გიორგი ვაშაძე განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე თავს დაესხა დასავლელ პარტნიორებსა და ევროპარლამენტარებს, ”რაც პირველ რიგში საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს”.

,,გუშინ, ირაკლი კობახიძე თავს დაესხა პარტიების ერთიანობის იდეას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი არჩევანის სისწორეს, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალი საერთო ოპოზიციური ფრონტით წინააღმდეგობის მოძრაობაშია.

რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძეს ვერ ავყვებით უღირსობაში, ჩვენ გვახსოვს მისი თავდასხმები დასავლელ პარტნიორებზე და ევროპარლამენტარებზე, რაც პირველ რიგში საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს, სწორედ ის იყო და არის ერთ-ერთი მთავრი საფრთხის შემცველი ფიგურა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებს და მომავალს. დააკვირდეს საკუთარ თავს, არ არსებობს მისი არცერთი განცხადება მანტრა და სადიდებელი არ შეასრულოს ივანიშვილის წინაშე, ეს მიუთითებს მის პატარა კაცობაზე.

სინამდვილეში მასზე კარგად არავინ იცის, რომ რეალურად მმართველი პარტიის თავმჯდომარე კი არა, ოლიგარქის ერთი რიგითი ხელის ბიჭია,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები