ქურდობა ქართველების მონაწილეობით – საფრანგეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც 65 შეკვრა კბილის ჯაგრისები მოიპარეს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 2 პირი, შემთხვევა ფორკალიეს ოლქში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა.
პოლიციის ვარაუდით, დაკავებულები ოლორონ-სენტ-მარის ოლქში 9 სექტემბერს მომხდარ ქურდობასთანაც არიან კავშირში. სამართალდამცველები ასევე ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილები მოპარული ნივთების გაგზავნას საქართველოში აპირებდნენ.