შტაბი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებულთათვის – ხაბეიშვილის ინიციატივა

„ნაციონალური მოძრაობის” წევი ლევან ხაბეიშვილი გიორგი ჩალაძეს სთავაზობს,  პარტიაში შეიქმნას შტაბი, სადაც ის ადამიანები გაერთიანდებიან, ვისაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს.

„მინდა გამოვიდე ინიციატივით და გიორგი ჩალაძეს, რომელიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის ამ თვეების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს, შევთავაზო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეიქმნას შტაბი, სადაც გაერთიანდებიან – პოლიტიკოსები, ექიმები, სამოქალაქო სექტორი, ის ადამიანები, ვისაც აინტერესებს სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ამ შტაბს გიორგი ჩალაძე ჩაიდგეს სათავეში. ჩემი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამართლებდეს მის სახელს და შინაარს. ვიყოთ უკომპრომისო ბრძოლაში რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა – (mcm.ge)

მსგავსი თემები