5 ნოემბრიდან N500 მიკროავტობუსს N292 ავტობუსი ჩაანაცვლებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, 5 ნოემბრიდან N500 მიკროავტობუსი  N292 ავტობუსით ჩანაცვლდება. მარშრუტზე „ისუზუს“ მარკის ავტობუსი იმოძრავებს.

მათივე ცნობით, ცვლილება არ შეეხება უკვე არსებულ მარშრუტს.

„კერძოდ, N292 ავტობუსი გადაადგილდება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ვეკუას, ხიზანიშვილის, ვასაძის, ქერჩის, სარაჯიშვილისა და შეშელიძის ქუჩებით. შემდეგ, ავტობუსი მინდელის ხიდის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირისა და დავით აღმაშენებლის ხეივნის გავლით იმოძრავებს. N292 მგზავრთა მომსახურებას სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“ დაასრულებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები