,,ჩინეთმა და გერმანიამ, როგორც გავლენიანმა ქვეყნებმა, უფრო მეტად უნდა იმუშაონ ერთად”- ჩინეთის პრეზიდენტი

,,ცვლილებისა და არეულობის დროს” ჩინეთსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანია,”- ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთმა და გერმანიამ, როგორც გავლენიანმა ქვეყნებმა, უფრო მეტად უნდა იმუშაონ ერთად.

„ამჟამად საერთაშორისო ვითარება რთული და არასტაბილურია. როგორც დიდმა და გავლენიანმა ქვეყნებმა, ცვლილებებისა და არეულობის დროს ჩინეთმა და გერმანიამ უფრო მეტად უნდა იმუშაონ ერთად, რათა მეტი წვლილი შეიტანონ მსოფლიო მშვიდობასა და განვითარებაში“, – განაცხადა სი ძინპინმა.

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პეკინში გერმანულ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

 

მსგავსი თემები