,,ერთგვარი შოუ”- ნაზი ჯანეზაშვილი ომბუდსმენის შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს

,,ეს არის ერთგვარი შოუ და ამიტომ გადავწყვიტე, რომ არ მივიღო ამ პროცესში მონაწილეობა,”- ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არ აპირებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე გასაუბრებაში მიიღოს მონაწილეობა.

ჯანეზაშვილის განმარტებით, კანდიდატურას არ მოხსნის.

,,პირდაპირ ვამბობ, რომ მე არ ვაპირებ რომ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა, თუმცა ამავდროულად არ ვაპირებ, რომ მივიღო მონაწილეობა გასაუბრებაში. თავდაპირველად ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო ამ პროცესში მონაწილეობა განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ეტაპი, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისით და მივიჩნიე, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გამონაკლისი და ხელისუფლებას მართლაც შეერჩია კომპრომისის შედეგად, პრინციპულ, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა გასაუბრების პროცესმა მე არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ისინი რეალურად ისახავენ მიზნად შეარჩიონ ასეთი კანდიდატურა, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები და დააკმაყოფილებს ყველ იმ პირობას, რომ ქვეყანას ჰყავდეს ქვეყანას ჰყავდეს ღირსეული სახალხო დამცველი”, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მსგავსი თემები