,,დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები უკრაინას ზამთრისთვის მომზადებაში დაეხმარებიან”- ანალენა ბერბოკი

,,დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები უკრაინას ზამთრისთვის მომზადებაში დაეხმარებიან,”- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დიდი შვიდეულის თავმჯდომარემ, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი სანქციების დაწესების შემდეგ, ახლა დიდი შვიდეული ერთობლივ დახმარებას გამოუყოფს უკრაინას ზამთრის პერიოდისთვის.

ანალენა ბერბოკმა ვლადიმერ პუტინი უკრაინის ენერგეტიკაზე არაადამიანურ დარტყმებში დაადანაშაულა.

მსგავსი თემები