,,რუსეთმა ბოლო პერიოდში სამჯერ გაზარდა ფრონტზე თავდასხმების რაოდენობა”- ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთმა ბოლო პერიოდში სამჯერ გაზარდა ფრონტზე თავდასხმების რაოდენობა. ამის შესახებ ზალუჟნიმ ევროპაში ნატო-ს ძალების მეთაურ კრისტოფერ კავოლისთან სატალეფონო საუბრისას განაცხადა.

„განვიხილეთ სიტუაცია ფრონტზე. ის დაძაბულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება. მოწინააღმდეგემ სამჯერ გაზარდა საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე. 80 თავდასხმა ხდება ყოველდღიურად. ჩვენი მებრძოლების სიმამაცისა და ოსტატობის დამსახურებით დაცვას ვინარჩუნებთ“, – აღნიშნავს ზალუჟნი.

მისივე თქმით, უკრაინაისთვის აუცილებელია ანტისარაკეტო და ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდება პარტნიორების მხრიდან.

„ჩვენი პარტნიორები ხვდებიან უკრაინისთვის ანტისარაკეტო და ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდების აუცილებლობას და დიდ ძალისხმევას დებენ ამაში“, – წერს ზალუჟნი.

მსგავსი თემები