რუსეთი გაერო-ს დახმარებისკენ მოუწოდებს

რუსეთი მოუწოდებს გაერო-ს დაეხმაროს, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებაში, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტის შემსუბუქებისკენაა მიმართული. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, „სასუქისა და მარცვლეულის მოცულობებზე თუ ვისაუბრებთ, ეს მოცულობები რუსეთის მხრიდან შეუდარებლად დიდია, ვიდრე უკრაინის მხრიდან“.

„ამ დრომდე ვერ ვხედავთ რამე შედეგებს მეორე ასპექტთან დაკავშირებით, რაც რუსული სასუქისა და მარცვლეულის ექსპორტისთვის დაბრკოლებების აღმოფხვრას გულისხმობს.  კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ გაეროს გენერალურ მდივანს, უზრუნველყოს ვალდებულებების შესრულება, რომლებზეც ის დათანხმდა საკუთარი ინიციატივით“, – განაცხადა ლავროვმა.

 

მსგავსი თემები