,,ამ ქვეყანაში რადიკალიზმს გასაქანი არ ექნება და არაპატრიოტულ ძალებს ხალხის მხარდაჭერა არასოდეს არ ექნება”- შალვა პაპუაშვილი

,,სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში გადარბენა-გადმორბენას არაფერი რომ არ მოაქვს, არაერთი შესაძლებლობა გვქონდა, ამაში დავრწმუნებულიყავით,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებელთან“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ”პატრიოტიზმის ნაკლებობა, საქართველოს წინსვლის საწინააღმდეგოდ სიარული არის, რაც განაპირობებს მათ ქმედებებს”.

„ესეც მორიგი მცდელობაა ანტურაჟის შექმნის, რომ თითქოს რაღაც ხდება მათ ფლანგზე, სინამდვილეში, საერთოდ არაფერი ხდება. ზუსტად იგივე ხდება, რაც ადრე იყო. ეს არის ნაკლები პატრიოტიზმი და ნაკლები სურვილი, რომ საქართველომ წინ წაიწიოს. სწორედ პატრიოტიზმის ნაკლებობა, საქართველოს წინსვლის საწინააღმდეგოდ სიარული არის, რაც განაპირობებს მათ ქმედებებს და რის გამოც ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ამ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს. ამ ქვეყანაში რადიკალიზმს გასაქანი არ ექნება და რა თქმა უნდა, არაპატრიოტულ ძალებს ხალხის მხარდაჭერა არასოდეს არ ექნება“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები