ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ელექტრო ქსელიდან გაითიშა

უკრაინის სახელმწიფო კომპანია Energoatom-ის ინფორმაციით, რუსული დაბომბვის შემდეგ, უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ელექტრო ქსელიდან დაითიშა. დაზიანდა მაღალი ძაბვის ხაზები, სადგურზე მხოლოდ დიზელის გენერატორები მუშაობს.

ენერგოტომმის ცნობით, ელექტროსადგურს აქვს 15 დღის საწვავი გენერატორების სამუშაოდ.

,,გუშინ, 2022 წლის 2 ნოემბერს, რასისტული დაბომბვის შედეგად დაზიანდა ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგურის ბოლო ორი მაღალი ძაბვის საკომუნიკაციო ხაზი უკრაინის ენერგოსისტემასთან. 23:04 საათზე სადგური სრულ ჩაქრობის რეჟიმში გადავიდა. 20-ვე დიზელის გენერატორი ჩართული იყო”,- წერს ენერგოდარის მერი, დიმიტრო ორლოვი ”ტელეგრამზე”.

 

მსგავსი თემები