რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დახმარებას ჰპირდება

ოკუპირებული აფხაზეთის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამაზე ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საუბრობს და პირობას აძლევს,  რომ მის განხორციელებაში დაეხმარება.

„მოხარული ვართ, მოგესალმოთ მოსკოვში, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენი პოლიტიკური დიალოგი აგრძელებს ინტენსიურ განვითარებას…. ჩვენ დავამყარეთ აქტიური კონტაქტი საგარეო საქმეთა სამინისტროების, პრეზიდენტის ადმინისტრაციების, ასევე საპარლამენტო დონეზე და ამჟამად მზადება მიმდინარეობს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის ალან ალბოროვის მოსკოვში ვიზიტისთვის, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის მოწვევით“, – განაცხადა ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ახსარ ჯიოევთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში რუსეთი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. ჩვენ აქტიურად დაგეხმარებით მის რეალიზებაში“.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური ხელშეკრულება რუსეთმა აფხაზეთთანაც გააფორმა.

 

მსგავსი თემები