საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუზრდის

რუსეთის ბრალდების საპირისპიროდ, რომ დასავლეთი მსოფლიოს გლობალურ ომში ითრევს, საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უზრდის. ასეთია პრეზიდენტ მაკრონის პასუხი ოკუპანტი ქვეყნის მიმართ.

„პრეზიდენტ ზელენსკის დავუდასტურე, რომ  ჩვენ ბოლომდე მობილიზებულები ვართ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავზარდოთ უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება, კერძოდ საჰაერო თავდაცვა. უკრაინის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზარალდა რუსული თავდასხმების შედეგად. ზამთრამდე უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ სწრაფად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობისა და კერძო სექტორის მობილიზებას”, – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი.

 

მსგავსი თემები