კლუბში სროლისას ცნობილი რეპერი მოკლეს

ქალაქ ჰიუსტონში, ბოულინგის კლუბში მომხდარი სროლისას რეპერი Takeoff-ი (კერშნიკ ხარი ბოლი) მოკლეს. ის ცნობილი  პოპულარული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის, Migos-ის წევრი იყო.

როგორც უცხოური მედია წერს, Takeoff-ი ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, Quavo-სთან ერთად, სამაგიდო თამაშს თანაშობდა კლუბში მიმდინარე დახურული წვეულების მონაწილეებთან ერთად. მოთამაშეთა შორის კი კონფლიქტი დაიწყო, რომელიც სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა. ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს, რა დროსაც ერთი გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა.

მსგავსი თემები