რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ნიკოპოლში 40 რეაქტიული ჭურვი ჩამოაგდეს

გასული  დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს ავდეევკისა და ბახმუტის მიმართულებიდან.  უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები ცეცხლს უხსნიან სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ცნობით, რუსი ოკუპანტების სამიზნე ორი რაიონი იყო.

,,რუსულმა არმიამ ცეცხლი გახსნა ორი რაიონის მიმართულებით – ნიკოპოლის და კრივორიზკის. სხვადასხვა იარაღიდან ისროდნენ. მტერმა ნიკოპოლს “გრადის” ტიპის სარაკეტო სისტემიდან ორჯერ დაარტყა. ქალაქში 40 რაკეტა ჩამოვარდა. დაზიანდა 10-მდე კერძო სახლი და კომერციული შენობა, გაჩნდა ხანძარი. ადგილობრივ საწარმოში განადგურდა ავტობუსი და რამდენიმე ავტომობილი”, – განაცხადა რეზნიჩენკომ.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის კუთვნილი საბრძოლო მასალის რამდენიმე საწყობი გაანადგურეს ხერსონის ოლქში.

მსგავსი თემები