ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – ავტომობილი ბებიას და შვილიშვილს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ბებია და შვილიშვილი გზაზე გადადიოდნენ, რა დროსაც, მანქანა დაეჯახათ.

შემთხვევის შედეგად, ბებია ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო  მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით,  მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები