აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. არსებული ინფორმაციით, სანქციები შეეხო სამ რუს ოლიგარქს, ოთხ ფიზიკურ პირს და ერთ სუბიექტს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედებენ.

ამასთან, აშშ  სავიზო შეზღუდვებს უწესებს რუსეთის ფედერაციის 893 თანამდებობის პირს და 31 უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელს, რომლებიც მოქმედებდნენ რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსიის მხარდასაჭერად.

სანქციები ასევე შეეხო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მეგობარ ქალს, ალინა კაბაევას.

მსგავსი თემები