„რუსეთში 2 მილიონი ადამიანი გადაიყვანეს და აშინებენ“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი საკუთარი მოქალაქეების უკრაინიდან იძულებით გაყვანაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი შანტაჟის ქვეშ არიან.

„უკრაინის დაახლოებით 2 მილიონი მოქალაქე რუსეთში გადაიყვანეს. ეს მოხდა იძულებით.  მათ საბუთები წაართვეს და აშინებენ.მათ შორის რამდენიმე ათასი ბავშვია“ – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამხრეთ კორეაში კონფერენციაზე.

მისი თქმით, რუსეთში მათ საბუთები ჩამოართვეს და ყველაფერს მოწყვეტილები არიან.

„ცდილობენ, წაიყვანონ რუსეთის შორეულ რაიონებში, რომ რაც შეიძლება მეტად გაუჭირდეთ დაბრუნება. ახალგაზრდა ქალები საერთოდ ქრებიან იქ“ – აცხადებს ზელენსკი და მსოფლიოსგან რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას და იძულებას ითხოვს.

მსგავსი თემები