ასლან ბჟანია რუსეთს საქონლის იმპორტისთვის აფხაზეთის პორტებს სთავაზობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, დასავლური სანქციების შემოღების ფონზე,  რუსეთს საქონლის  იმპორტისთვის აფხაზური პორტებს სთავაზობს. ე.წ. პრეზიდენტი აცხადებს, რომ  აფხაზეთს არ ეშინია სანქციების დაწესების.

,,მას შემდეგ რაც სახელმწიფოების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ რუსეთის მიმართ სანქციები გამოაცხადა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, ჩვენი ტერიტორია და ჩვენი სატრანზიტო შესაძლებლობები გამოყენებული იყოს პარალელური იმპორტისთვის. ჩვენ ორი პორტი გვაქვს და სხვა სახელმწიფოებთან გასასვლელი. აფხაზეთი რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ რუსეთმა გვაღიარა. სანქციების არ გვეშინია, ისინი ჩვენ მიმართ არასოდეს გაუქმებულა. პირიქით, ეს სირთულეები გვაახლოებს კიდეც”,- განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მსგავსი თემები