ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების ანგარიშს 2023 წლისთვის მოამზადებს

ევროკომისიის წარმომადგენლის, მიხეილ ჰოპერის განცხადებით, ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლისთვის მოამზადებს. ჰოპერის განმარტებით, მათ  არ სურთ დააჩქარონ ქართული პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის საკითხსა და რეფორმებზე სიღრმისეულად მუშაობაში.

,,მოხარული ვართ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, როდესაც გადაწყდება რიგი პრიორიტეტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დაინტერესებული ვართ იმით, რომ საქართველო მუშაობს ბევრს, ღრმად და ზედმიწევნით ამ პრიორიტეტებზე. ამიტომ ფრთხილად, განსჯის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში ქვეყნის დეპოლარიზებისთვის, რათა დასხდნენ იგივე მაგიდასთან, რათა ზედმიწევნით იმუშაონ რეფორმებზე. ამიტომ ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, მოვამზადებთ პაკეტს 2023 წლის გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე. ეს ქართულ პოლიტიკურ სისტემას მისცემს საკმარის დროს, იმუშაოს ამ პრიორიტეტებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, არ შეწყდება მუშაობა და ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს, ჩვენ გვაქვს საქართველოსთან ჩართულობის საკმაო მრავალფეროვნება“, – განაცხადა მიხაელ რუპიმ.

მსგავსი თემები