,,მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, აჩვენეთ პროგრესი, იმუშავეთ ყველასთან ერთად პარლამენტში”- მარკეტა გრეგოროვა

ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის განხილვის მიმდინარეობისას, ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, რომ ახლა საქართველოსთვის კრიტიკულად ისტორიული მნიშვნელოვანი პერიოდია.

მისი თმით, საჭიროა საარჩევნო რეფორმის დასრულება და საარჩევნო კამპანიის ხარვეზების აღმოფხვრა ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით. მან ასევე  მთავრობას მოუწოდა, იმუშაონ პარლამენტში არსებულ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად.

,,საქართველოსთვის კრიტიკულად ისტორიული მნიშვნელოვანი პერიოდია. საქართველომ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რეფორმები 2022 წლის დასასრულამდე და ეს არ არის ამოცანა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, პოლიტიკური პარტიებისა და ადმინისტრაციისთვის, არამედ ეს ეხება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დემოკრატიულ ზედამხედველობას. საჭიროა საარჩევნო რეფორმის დასრულება და საარჩევნო კამპანიის ხარვეზების აღმოფხვრა ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით. აუცილებელი ნაწილია კორუფციის, დეოლიგარქიზაციისა და სახელმწიფოს მიტაცების წინააღდეგ ბრძოლაში. ჩვენ წლებია, ვუთითებთ საქართველოში დემოკრატიის გაუარესებაზე. საქართველოს მოქალაქეები გამოხატავენ ევროინტეგრაციის სურვილს. ეს მოიცავს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მაღალ სტანდარტებს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გთხოვთ, სერიოზულად განიხილეთ პირობები და აჩვენეთ პროგრესი ჩამოთვლილ რეფორმებში. იმუშავეთ ყველასთან ერთად პარლამენტში, ოპოზიციის ჩათვლით. ეს არ არის პარტიების და ინდივიდების შესახებ. ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია თქვენი ქვეყნისთვის და ამ მომენტში არავინ, თქვენი თავის გარდა, არ გაჩერებთ კანდიდატის სტატუსის მიღებისგან“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

მსგავსი თემები