,,საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა, ახლა კი ჩვენ ვხედავთ ბევრ ნეგატიურ პროცესს”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. სიტყვით გამოსვლისას, ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსანმა აღნიშნა, რომ საქართველოში პროდემოკრატიული რეფორმები არ განხორციელებულა.

„საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა, ახლა კი ჩვენ ვხედავთ ბევრ ნეგატიურ პროცესს, რომელიც გავლენას ახდენს ამ ქვეყანაზე. ეს ქვეყანა იყო მოწინავე პოზიციაზე , მაგრამ ახლა ვერ მიიღეს ევროკავშირში წევრობის სტატუსი მოლდოვასთან და უკრაიანსთან ერთად. ამას კი აქვს რამდენიმე მიზეზი, როლმელიც ძალიან მკაფიოდ არის მოყვანილი ანგარიშში . მმართველი პარტია აგრძელებს იგნონირება მოახდინოს 19 აპრილის შეთანხმების. ერთი ოლიგარქი აგრძელებს მოახდინოს გავლენა პოლიტიკურ გარემოზე. სასამართლო რეფორმის გატარება ისევ არ ხდება. ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტებზე თავდასხმა და დე ფაქტო ვხედავთ პოლიტიკურ პატიმრებს – მესამე პრეზიდენტს და ტელეკომპანიის დირექტორს. ეს მოვლენები აუცილებლად უნდა აღინიშნოს. ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. პროდემოკრატიული რეფორმები არ განხორციელებულა“ – განაცხადა მირიამ ლექსმანმა.

მსგავსი თემები