,,საჭიროა საარჩევნო რეფორმა”- მარკეტა გრეგოროვა

ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ხაზი გაუსვა საარჩევნო რეფორმის საჭიროებას და ეფექტური ანტიკორუფციული სამსახურების შექმნა

,,საჭიროა საარჩევნო რეფორმა და საარჩევნო კამპანიების დროს მუდმივად დაფიქსირებული პრობლემების აღმოფხვრა, ასევე მართლმსაჯულების სფეროში იმ რეფორმების გატარება, რომელთა რეკომენდაცია გასცა ვენეციის კომისიამ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეფექტური ანტიკორუფციული სამსახურების შექმნა, რომლებიც მიუკერძოებლად გამოიძიებს ყველა საქმეს და უზრუნველყოფს ნორმებისა და პრინციპების დაცვას. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი კორუფციასთან, დეოლიგარქიზაციასთან და სახელმწიფოს მიტაცებასთან ბრძოლის საქმეში”,- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

მსგავსი თემები