საბერძნეთში 23 წლის ქართველი დაჭრეს

საბერძნეთში, არისტოტელეს უნივერსიტეტის კამპუსში  23 წლის ქართველი დაჭრეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს, თუმცა წარმოშობით ქართველია.

მედიის ცნობით, 23 წლის ქართველი, წარსულში ყაჩაღობისა და ნარკოტიკების საქმეებში ფიგურირებდა. დაშავებული ამბობს, რომ მას მოულოდნელად ორი უცხოელი დაესხა თავს და ფეხებში ესროლეს. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.

შემთხვევის ადგილზე ტყვიის 7 მასრა იპოვეს. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 8 პირი დააკავა.

მსგავსი თემები