ოპოზიცია პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიცია გეგმავს, პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართოს. მისი თქმით, რიგგარეშე სესიის საკითხები უკვე განსაზღვრულია და შეეხება – საკონსტიტუციო ცვლილებას, სასამართლოებს და ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას

„ოპოზიციური პარტიები ვაპირებთ, პრეზიდენტს მივმართოთ, რომ რიგგარეშე სესია მოიწვიოს. დღის წესრიგის საკითხები უკვე განსაზღვრულია, შეგვიძლია ვიმსჯელოთ – საკონსტიტუციო ცვლილებაზე, სასამართლოებზე, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე. ეს ვალდებულებად არის მოთხოვნილი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. მზად ვართ, ამ საკითხებზე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. 38 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო და ბევრად მეტი ხელმოწერა იქნება. თუ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე დაიბლოკება საკითხი უმრავლესობის მხრიდან და კვორუმს არ შექმნიან, ჩვენ მუშაობას მაინც გავაგრძელებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად და ყველა შეთავაზებულ საკითხზე საკანონმდებლო პაკეტები გვექნება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები