უკრაინის რადაში, იჩქერიის დამოუკიდებლობის კანონპროექტი დაარეგისტრირეს

უკრაინის უმაღლესმა რადამ, იჩქერიის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების შესახებ, რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა.

კანონპროექტის ინიციატორები,  დეპუტატები – ალექსეი გონჩარენკო და მუსა მაგომედოვი არიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ ძალის გამოყენებით მიიტაცა იჩქერიის ტერიტორია და პრეზიდენტ ზელენსკის, იჩქერიის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა.

,,მოვუწოდებ უკრაინის პრეზიდენტს, აღიაროს იჩქერიის დამოუკიდებლობა და მივმართავ ევროკავშირის ქვეყნებს, აშშ-ს და სხვა სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას “- წერს  გონჩარენკო საკუთარ Telegram არხზე.

მსგავსი თემები