,,ღარიბაშვილის განცხადება არის პირდაპირი დასტური, რომ საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა”- გიორგი ვაშაძე

,,ღარიბაშვილის განცხადება არის პირდაპირი დასტური და მტკიცებულება, რომ საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა, სხვა ვერაფერი აიძულებდა პრემიერ- მინისტრს ეს წერილი დაეწერა,”- ამის შესახებ, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი დღევანდელი წერილით, შესაძლოა ცდილობდეს, დასავლეთის თვალში ივანიშვილს გაემიჯნოს, რომ სანქციები არ შეეხოს მასაც.

,,რას უნდა მიანიშნებდეს ეს წერილი – ორი ალტერნატივაა: ერთი, ის ცდილობს დასავლეთის თვალში ივანიშვილს გაემიჯნოს, რომ სანქციები, რომელიც იქნება ივანიშვილთან მიმართებით, არ შეეხოს პერსონალურად მას ან მეორე ვარიანტი – ბიძინა ივანიშვილს ეხვეწება, ცოტა ხანი კიდევ დამტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეო, რადგან შეიძლება მალე ვიხილოთ ის ამ თანამდებობის გარეშე. სხვა ყველა დეტალი ამ წერილში უინტერესოა. ამ წერილში ივანიშვილის სახელის ხსენებით რეკორდია მოხსნილი, მათ შორის თავად ღარიბაშვილის რეკორდიც,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები