ტურისტული მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა

თურქეთში უბედური შემთხვევა მოხდა. ტურისტებით დატვირთული მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 20-მდე ტურისტი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შემთხვევა ქალაქ თუნჯელში მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფოს ეკიპაჟები და პოლიცია. მიმდინარეობს დაშავებულთა ამოყვანა და კლინიკებში გადაყვანა.

 

მსგავსი თემები