,,ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ქართული პოლიტიკა არ წასულა მისგან”- ჰერმან საბო

ოპოზიციონერი დეპუტატის, ჰერმან საბოს განცახდებით, ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის თაობაზე არ ნიშნავს კანონს ივანიშვილის წინააღმდეგ. მისი თქმით, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, შეუძლებელია, რიგ გადაწყვეტილებებზე ბიძინა ივანიშვილს გავლენა არ ჰქონდეს.

„ჩვენი ევროპელი მეგობრები ამბობენ, რომ ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის თაობაზე არ ნიშნავს კანონს ივანიშვილის წინააღმდეგ. აღნიშნული ჩანაწერი ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს და მისი პარტია იყოს ხელისუფლებაში, ხელისუფლების დანაწილება და სახელისუფლო შტოებს შორის ერთმანეთის კონტროლი უნდა იყოს შენარჩუნებული. თუ ამას ვერ მივაღწევთ, როგორი კანონიც არ უნდა მივიღოთ ფულიანი და გავლენიანი ადამიანების წინააღმდეგ, მომავალი მმართველი პარტია მომავალი ფულიანი ოპოზიციონერის წინააღმდეგ გამოიყენებს. შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ქართული პოლიტიკა არ წასულა მისგან. შეუძლებელია, რიგ გადაწყვეტილებებზე მას გავლენა არ ჰქონდეს და თუ ინტერესი ექნება, პირდაპირი გავლენა ექნება“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

მსგავსი თემები