,,ერთ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია დააინფიციროს 18 ადამიანი”- ბიძინა კულუმბეგოვი ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,B.A.4 და B.A.5-ის  გავრცელების პოტენციალი ძალიან გაზრდილია, ერთ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია დააინფიციროს 18 ადამიანი,”-  ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, კოვიდინფექციის ახალი ვარიანტების გავრცელების პოტენციალი ძალიან გაზრდილია და პლანეტაზე ყველაზე გადამდები დაავადების „წითელას“ გავრცელების მაჩვენებელს მიუახლოვდა.

,,თუ შევხედავთ დომინირებულ ვარიანტებს ევროპის ქვეყნებში, აშშ-სა და საქართველოში, სადაც თითქმის 60% არის B.A.4 და B.A.5 ვარიანტი. B.A.4 და B.A.5-ის  გავრცელების პოტენციალი ძალიან გაზრდილია. რეპროდუქციული ინდექსი 18% არის, რაც ნიშნავს, რომ პლანეტაზე ყველაზე გადამდები დაავადების „წითელას“ გავრცელების მაჩვენებელს მიუახლოვდა. ერთ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია დააინფიციროს 18 ადამიანი. მუტაციების სახეცვლილება განაპირობებს, იმას, რომ თუ ადამიანმა გადაიტანა ომიკრონის საწყისი ვარიანტი B.A. 1 და B.A.2, გაცილებით მაღალია რეინფიცირების შანსი B.A.4 და B.A.5-ის, ვიდრე იყო ,,ალფა” და დელტას” შემთხვევაში,”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

ერთი ინფიცირებული 18 ადამიანს აინფიცირებს – ბიძინა კულუმბეგოვი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები