კლინიკები, რომლებიც ადეკვატურ მკურნალობას ვერ შეძლებენ, დაფინანსებას მოუხსნიან და მკაცრ სანქციებს გაატარებენ

ჯანდაცვის მინისტრი აღიარებს, რომ კლინიკებში მომსახურების ხარისხით უკმაყოფილოა.  როგორც ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, მიმდინარეობს კლინიკების ინტენსიური შემოწმება და თუ პრობლემები არ გამოსწორდა, მათ დაფინანსებიდან ჩახსნიან და სანქციებსაც დაუწესებენ.

„აქტიურად  მიმდინარეობს ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, როცა ესა თუ ის ოპერაცია უტარდებათ. ამას უკვე მიეცა სისტემური ხასიათი. შემოწმება არ არის ერთჯერადი, რომ შევედით მოვალეობის მოხდის მიზნით, ვნახეთ არსებობს ინფექცია, არ არის და წამოვედით. უკვე არის კლინიკები, სადაც ორჯერ და ზოგ შემთხვევაში, სამჯერაც მივიდნენ, რადგან ჩვენ ვიდრე სისტემურად არ მოვაწესრიგებთ, ამას თავს არ დავანებებთ. კლინიკები, რომლებიც, სამწუხაროდ, ვერ შეძლებენ, რომ უზრუნველყონ ადეკვატური მკურნალობა და ხარისხი, მოგვიწევს მათი საყოველთაო პროგრამიდან ჩახსნა და შემდეგ კიდევ უფრო მძიმე სანქციების გატარება“, – აცხადებს მინისტრი.

მსგავსი თემები