„ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში, მზად ვართ ვუმკურნალოთ“ – მინისტრი კორონაშეზღუდვების საჭიროებას ვერ ხედავს  

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდა არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ჩაიკეტება ამ დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. მინისტრი ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში, შემთხვევების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა.

„ჩაკეტვის თუ სხვადასხვა აკრძალვების შემოტანის საფუძველი, დღეს არ არის და დარწმუნებული ვარ არც იქნება“ – აცხადებს მინისტრი და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სამკურნალო პრეპარატები შემოტანილია.

„მათთვის ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში ჩვენ მზად ვართ, რომ ვუმკურნალოთ. მოგეხსენებათ რამდენიმე თვის წინ ფაიზერის წარმოების მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ ჩამოვიტანეთ და ადგილზე გვაქვს. ჩვენ ვიყავით იმ რამდენიმე ქვეყანას შორის რომლებმაც პირველად მიიღო ეს მედიკამენტი. კლინიკური ნიშნებიდან და სიმძიმიდან გამომდინარე შეგვიძლია ეს მედიკამენტიც შევთავაზოთ, ასევე მსურველებს რასაკვირველია შეუძლიათ აცრების გაგრძელება და ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვაქცინებს,“ – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

 

მსგავსი თემები