საქართველოში კორონავირუსის 1 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 234 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 234 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 63 პაციენტი.

.საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 867 071 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 809 830 გამოჯანმრთელდა, 12 407 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 238 070 აცრა, დღიურად აცრილია 2 674.

ამასთან, 5 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 732 პაციენტი, გარდაიცვალა 46.

მსგავსი თემები