,,თურმე ქართველი ხალხისთვის მას სიკეთე უნდა და ომში ჩართვა ყოფილა ქართველი ხალხის ოცნება”- გია ვოლსკი არახამიაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება. ვოლსკის თქმით, არახამიას განცხადებები, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის იდეას უკავშირდება.

„ფორმულა რომ პრიმიტიული გავხადოთ, ასეთია მოწოდება – ქართველი ხალხისთვის სიკეთე გვინდა, ამიტომ უნდა მოვიდეს სააკაშვილი და მან უნდა უზრუნველყოს მეორე ფრონტის გახსნა. ეს არის მთავარი ფორმულა, ამ ფორმულას ხანდახან სხვადასხვა სიღრმისეული აზრებით ავსებს არახამია, მაგრამ მთავარი საკითხი ეს არის, რომ თურმე ქართველი ხალხისთვის მას სიკეთე უნდა და ომში ჩართვა ყოფილა ქართველი ხალხის ოცნება და ყოველდღიური ფიქრის საგანი. ეს რჩება მშრალი ნაშთი იმისგან, რა ინსინუაციებსაც ის ეწევა, რომ იქ ვიღაც უნდა დასანქცირდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება თურმე რევოლუციური გზით უნდა წავიდეს და ამ დროს მეორე მხრიდან გვესმის სააკაშვილის განცხადებები, „ნაცმოძრაობის“ განცხადებები, რომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს მოვლენები, რომ მოხდეს მეორე ფრონტის გახსნა, ამ თემიდან თუ გამოხვალთ, მიხვდებით, რას წარმოადგენს არახამია და რამდენად დიდი სიკეთე უნდა ჩვენი ხალხისთვის“, –  განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები