პუტინი ბლოკავს საკვების ექსპორტს, მათ მინდვრები დანაღმეს” – ენტონი ბლინკენი

„20 მილიონ ტონამდე ხორბალია ჩარჩენილი ოდესის მახლობლად საწყობებში და მარცვლეულით დატვირთული ხომალდები ბლოკირებლია ოდესის პორტში რუსეთის ბლოკადის გამო“ – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის ქმედებას  შანტაჟად აფასებს.

მისი შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება მსოფლიოს აზარალებს.

„რუსეთის ძალებმა დაიკავეს უკრაინის ყველაზე ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაწილი. მათ მინდვრები დანაღმეს. გაანადგურეს სოფლის მეურნეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. არსებობს სანდო ცნობები, რომ რუსეთი იპარავს უკრაინულ მარცვლეულს საკუთარი სარგებლისთვის გასაყიდად. პუტინი ბლოკავს საკვების ექსპორტს და აგრესიულად იყენებს პროპაგანდისტულ მანქანას, რომ აირიდოს პასუხისმგებლობა. მას იმედი აქვს, რომ მსოფლოს აიძულებს დათმობაზე წასვლას და სანქციების მოხსნას“ – აცხადებს ენტონი ბლინკენი.

 

მსგავსი თემები