ბორის ჯონსონი ვერ გადააყენეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტი ბორის ჯონსონი თანამდებობაზე რჩება. პრემიერმა ნდობის გამოცხადების ბარიერი გადალახა და კენჭისყრაში,  211 ხმა მოაგროვა. მის გადაყენებას კი 148 წევრმა დაუჭირა მხარი.

ბორის ჯონსონის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ე.წ. ფართიგეითის  სკანდალი გამჟღავნდა. კერძოდ, ფაქტმა, რომ კოვიდპანდემიისა და “ლოქდაუნის” დროს პრემიერი წვეულებაზე იმყოფებოდა.

 

მსგავსი თემები