,,სააკაშვილი თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე”- ალუდა ღუდუშაური

უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე. მისი თქმით, ნებისმიერი პირი თავის ჯანმრთელობაზე თვითონ უნდა ზრუნავდეს

„პასუხისმგებლობას რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა, არის თვითონ . ნებისმიერი პირი თავის ჯანმრთელობაზე თვითონ უნდა ზრუნავდეს. როცა პირი წინააღმდეგობაშია იმ პროტოკოლთან რომელიც განესაზღვრა, თუნდაც ექიმების მხრიდან, ჩემი აზრით, ეს აზიანებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის პასუხისმგებელი სააკაშვილის მდგომარეობაზე, მგონია, უადგილოა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პირმა თვითონ გადაწყვიტა როგორც ჩანს. თავიდან კარგად ხედავდით მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა, რაც ჯანმრთელობას ზიანს მოუტანდა. მოვლენებს ობიექტურად უნდა შევხედოთ, მას ყველა უფლება აქვს რეალიზებული, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს არის ხელოვნური აჟიოტაჟი“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები