რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონისგან ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, პეტერ ჰულტკვისტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანის მოთხოვნა  10 წლის წინ პეტერ ჰულტკვისტის მიერ „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და მის დაპატიმრებული ლიდერის, აბდულა ოჯალანის მხარდამჭერ განცხადებას უკავშირდება.

ცნობისთვის, 2011 წელს, ჰულტკვისტი  „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაარსების 33-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

 

მსგავსი თემები